პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 20:35 | 22.03.2020
ნანახია: 985

ესპანელმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა.

 „ჩემს მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ გაცნობოთ, COVID-19-ზე ჩატარებული ჩემი ანალიზი დადებითი აღმოჩნდა“, - დაწერა Facebook-ზე დომინგომ.

პლასიდო დომინგოს იანვარში 79 წელი შეუსრულდა.

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო ზომები 11 აპრილამდე გაახანგრძლივა.

ესპანეთის პრემიერ-მინსიტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას სამოქალაქო პასუხიმგებლობისა და წესრიგისკენ მოუწოდა.  

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 25 600 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1700-ს აჭარბებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე