ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 600-ს მიაღწია, ირანში კი 21 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 22.03.2020
ნანახია: 613

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 600-ს მიაღწია. გასულ 24 საათში 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მძიმე მდგომარეობაა ირანშიც. აქ დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 21 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 8 ათასი პაციენტი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 308 127-ს შეადგენს, გარდაცვლილია 13 049 ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა იტალია, სადაც ლეტალურმა შემთხვევებმა უკვე 4, 825-ს მიაღწია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე