„იუვენტუსის“ თავდამსხმელს პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 22.03.2020
ნანახია: 642

„იუვენტუსის“ თავდამსხმელს პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ის „ინსტაგრამზე“ წერს. დიბალას ინფორმაციით, კორონავირუსი აღმოანდა მის შეყვარებულსაც.

 „მინდა გაცნობოთ, რომ მე და არიანას კორონავირუსი დაგვიდგინდა, ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.საბედნიეროდ, თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. მადლობა თანადგომისთვის“, - წერს დიბალა.

დიბალა „იუვენტუსის“ მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მანამდე კოვიდ-19 ბლეზ მატიუდისა და დანიელ რუგანის დაუდგინდათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე