თურქეთის ხელისუფლებამ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 22:22 | 21.03.2020
ნანახია: 714

თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქუჩებში გასვლა აუკრძალა. იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ასაკოვან ადამიანებს ეკრძალებათ ქუჩებში გასვლა, პარკებში, სკვრებსა და მსგავს ღია ადგილებში სეირნობა. აკრძალვა ასევე გავრცელდება პირებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 670-ს მიაღწია. გარდაიცვალა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 287 239 ადამიანი, გარდაცვლილია 11 921, გამოჯანმრთელებულია 89 899 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე