ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 20:32 | 21.03.2020
ნანახია: 688

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 356-ს მიაღწია. ქალაქ ნიუ-იორკში დაავადების 6 211 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ პრესკონფრენციაზე შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

მისი თქმით, ნიუ იორკის შტატში სხვა შტატებთან შედარებით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ შტატის ხელისუფლება უფრო მეტ ტესტირებას აკეთებს. სულ ტესტირება 45 437 ადამიანს  ჩაუტარდა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, კორონავირუსით შტატის 40-დან 80 პროცენტამდე მცხოვრები დაინფიცირდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 287 239 ადამიანი, გარდაცვლილია 11 921, გამოჯანმრთელებულია 89 899 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე