ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 627 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:41 | 20.03.2020
ნანახია: 629

მკვეთრად გაიზარდა იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. იუწყება BBC-ი.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 627 ადამიანი გარდაიცვალა.

ეს არის ყველაზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებულა ერთი დღის განმავლობაში.

სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 45 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 4 032 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 5 000-ზე მეტი პაციენტი.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 99%-ზე მეტს სხვა თანხლები დაავადება ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე