არგენტინაში 22 წლის მამაკაცს კორონავირუსის გავრცელებისთვის პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 21:02 | 20.03.2020
ნანახია: 691

ოთხასი ადამიანი, რომლებიც ბორანით ურუგვაიდან არგენტინაში მიდიოდნენ, სავარაუდოდ კორონავირუსით ინფიცრებული ერთი ადამიანის გამო კარანტიში გადაიყვანეს.  

საუბარია 22 წლის ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ურუგვაის ქალაქ კოლონიდან ბუენოს-აირესში მიემგზავრებოდა.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ურუგვაის საავადმყოფოდან გაიქცა, სადაც ჰოლანდიიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.  

თუ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას შესაძლოა, 3-დან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს საშიში დაავადების გავრცელებისთვის.

ამ მომენტისთვის ბორანის ყველა მგზავრი კარანტინში იმყოფება.

არგენტინაში კორონავირუსით 128 ადამიანია დაინფიცირებული, სამი გარდაიცვალა, ურუგვაიში კორონავირუსის 94 შემთხვევაა დადასტურებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე