ქალაქ ნიცაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 20.03.2020
ნანახია: 667

საფრანეგთის ქალაქ ნიცას მერმა კრისტიან ესტროზიმ კორონავირუსის პანდემიის გამო ქალაქში კომენდანტის საათის დაწესება გადაწყვიტა.

 „ახლახან ხელი მოვაწერე დადგენილებას. 20.00 საათიდან, როდესაც მაღაზიები და აფთიაქები დაკეტილია, ქუჩაში გასვლის მიზეზი აღარავის აქვს. ამგვარად, ჩვენ გარეთ აღარ გავდივართ გარდა სამედიცინო პერსონალისა და სოციალური მუშაკებისა, რომლებიც ადამიანების დასახმარებლად დადიან, იმისთვის, რომ საკვები მიუტანონ“, - განუცხადა ესტროზიმ გაზეთ Journal du dimanche-ს.

ამასთან , მან აღნიშნა, რომ 20.00 საათიდან ქალაქში შემცირდება გარეგანათების ინტენსივობა.

 „ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს წესრიგის დამრღვევების გადაადგილებას, ვარწმუნებ: ჩვენ გვაქვს სპეციალური ინფრაწითელი სათვალთვალო კამერები და ჩევენ ადვილად აღმოაჩენთ მათ, ვინც ამ წესებს დაარღვევს“, - აღნიშნა მერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე