ინდოეთში, 23 წლის სტუდენტის ჯგუფური გაუპატიურებისათვის გასამართლებულები, სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 10:21 | 20.03.2020
ნანახია: 815

ინდოეთში, 23 წლის სტუდენტის ჯგუფური გაუპატიურებისათვის გასამართლებული ოთხი დამნაშავე სიკვდილით დასაჯეს. იუწყება ინდური  მედია.

2012 წლის დეკემბერში ექვსმა ახალგარზდა მამაკაცმა ნიუ დელის ერთ-ერთ რაიონში, ავტობუსში 23 წლის სტუდენტი ჯოთი სინგჰი გააუპატიურა და შემდეგ სასტიკად გაუსწორდა. გოგონა თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა.

გოგონას მედიამ ნირბჰაია (უშიშარი) უწოდა, რადგან თავდაპირველად პოლიცია მის ვინაობას არ ასახელებდა. „ნირბჰაიას საქმემ“ ინდოეთში ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. გოგონას გაუპატიურებასა და შემდეგ გარდაცვალებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური აქციები მოჰყვა.

თავდამსხმელებს სასიკვდილო განაჩენი სასამართლომ ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში გამოუტანა, მაგრამ დაცვის მხარემ ვერდიქტი უმაღლეს ინსტანციებში გაასაჩივრა.

სულ გაუპატიურებაში ბრალი ექვს თავდამსხმელს წარედგინა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი დანაშაულის მომენტში 14 წლის იყო, ამიტომ მას მხოლოდ სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა და 2015 წელს გათავისუფლდა. მეექვსე დამნაშავე კი 2013 წლის გაზაფხულზე ციხის საკანში  ჩამომხვრჩალი იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე