იტალიაში კარანტინის დარღვევის 52 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული

საქართველო, თბილისი - 20:57 | 19.03.2020
ნანახია: 772

იტალიის პოლიციამ 11-დან 18 მარტამდე კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინის დარღვევის 52 ათასი შემთხვევა დააფიქსირა. ინფორმაციას იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს ეკრძალებათ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში გადაადგილება. დახურულია სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, სპორტული დარბაზები, პაბები, რესტორნები, კაფეები. აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები. აღნიშნული ზომები 3 აპრილამდე მოქმედებს. 25 მარტამდე დახურულია სავაჭრო ცენტრები სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.

იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 35 ათასი დადასტურებული შემთხვევა, გარდაცვლილია 2 978 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე