მონაკოს პრინც ალბერ II-ს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 19:27 | 19.03.2020
ნანახია: 728

მონაკოს 62 წლის პრინცს -  ალბერ მეორეს კორონავირუსი დაუდგინდა. სამეფო კარის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 „მისმა ბრწყინვალე უმაღლესობამ, მონაკოს პრინცმა ალბერ  II-მ COVID-19-ზე ანალიზი კვირის დასაწყისში ჩააბარა და ის დადებითი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

 „პრინცი ალბერი მუშაობას თავისი აპარტამენტების კაბინეტიდან განაგრძობს, ის მუდმივ კონტაქტშია თავისი კაბინეტის წევრებთან, მთავრობასთან და თავის უახლოეს თანამოაზრეებთან“, - ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.

 „მისი ბრწყინვალება, მონაკოს მოსახლეობას სთხოვს დაიცვას გამკაცრებული ზომები და მინიმუმამდე შეამციროს კონტაქტები“- აღნიშნულია კომუნიკეში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე