კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ესპანეთში 17 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 19.03.2020
ნანახია: 599

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ესპანეთში 17 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 160 ადამიანი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 17 147-ს შეადგენს, მათ შორის 6 700 მადრიდშია დაფიქსირებული. 

ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 767 დაავადებული. 900-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 1100 ადამიანი.

ესპანეთი, ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის შემდეგ ევროპაში მეორე ადგილზე, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილზეა (ჩინეთის, იტალიისა და ირანის შემდეგ).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე