კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 200 100-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 18.03.2020
ნანახია: 846

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 200 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას Worldometer-ი ავრცელებს , რომლის ვებგვერდზეც კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაა მოცემული.

ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია გამოვენილი, ასეთია: ჩინეთი (80 800-ზე მეტი ინფიცირებული), იტალია (31 500-ზე მეტი), ირანი (16 100-ზე მეტი), ესპანეთი (11 800-ზე მეტი), გერმანია (9,800-ზე მეტი). ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა ასევრ სამხრეთ კორეაში (8 400-ზე მეტი), აშშ (6,500-ზე მეტი) და საფრანგეთი (7,700-ზე მეტი).

სულ კორონავირუსი გამოვლენილია მსოფლიოს 167 ქვეყანაში.

ამ მომენტისთვის გამოჯანმრთელებულია 82 800 ადამიანი. გარდაცვლილია 8010 დაავადებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე