კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში

საქართველო, თბილისი - 23:12 | 17.03.2020
ნანახია: 719

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, ჩერნოვიცკის ოლქში COVID-19-ით 33 წლის ქალი გადრაიცვალა.

უკრაინაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 14 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე