აშშ-ში პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ტუალეტის ქაღალდის არქონის გამო მას არ დაურეკონ

საქართველო, თბილისი - 21:39 | 17.03.2020
ნანახია: 788

ამერიკელებს თხოვნით მიმართეს, არ დარეკონ 911-ზე ტუალეტის ქაღალდის არქონის გამო. იუწყება ქალაქ ნიუპორტის პოლიცია Facebook-ზე.

 „ძნელი დასაჯერებელია, რომ იძულებულნი ვართ ეს გამოვაქვეყნოთ. არ დაურეკოთ 911-ს მხოლოდ იმიტომ, რომ დაგიმთავრდათ ტუალეტის ქაღალდი. თქვენ გადარჩებით ჩვენი დახმარების გარეშეც“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „საყვარელ, რბილ, ულტრა-პლუშის, ორფენიან, ციტრუსოვან, ფაფუკ ტუალეტის ქაღალდს“ შეცვლის მარილიან წყალში დასველებული თოკები, რომლებსაც იყენებდნენ მეზღვაურები, ზღვის ღრუბლები, რომლებსაც იყენებდნენ ძველი რომაელები, ასევე ზღვის ნიჟარები. „ჩვენ სანაპირო ქალაქში ვცხოვრობთ, ბევრი მარილიანი წყალი გვაქვს“, - ხუმრობენ პოლიციელები.

უწყების წარმომადგენლები მოსახლეობას სთავაზობენ ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივას: ქვითრებს, გაზეთებს, ჩვრებს, ფოთლებს.

„როდესაც ყველაფერი აზრს კარგავს, თქვენ გაქვთ ჟურნალის გვერდები. შეინახეთ ის კატალოგები, რომლებსაც ფოსტით იღებთ, რომლებსაც ჩვეულებრივად ყრით ურნაში. იყავით კრეატიულები. მოითმინეთ. არსებობს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი. ესეც გაივლის. უბრალოდ არ დარეკოთ 911-ზე. ჩვენ ვერ მოგიტანთ ტუალეტის ქაღალდს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე