COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ესპანეთში 11 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 17.03.2020
ნანახია: 644

ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში თითქმის ორი ათასით გაიზარდა და 11 ათასს გადააჭარბა.  გარდაიცვალა 500-მდე ადამიანი.

 „ესპანეთში ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1987 ახალი შემთხვევა, ეპიდემის დაწყებიდან მათი რაოდენობა 11 178-ია. ინფიცირებულთა 46 პროცენტი საავადმყოფში იმყოფება, გარდაიცვალა 4 % - 491 ადამიანი“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 182 ადამიანი. 563 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 1 208 პაციენტი. ყევლაზე მძიმე მდგომარეობა მადრიდშია.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდნარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ესპანეთი ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის შემდეგ ევროპაში მეორე ქვეყანაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე