საპატრიარქომ N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ პატარებს საჩუქრები გადასა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 31.12.2015
ნანახია: 1555

N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის მსჯავრდებულებს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს. მსჯავრდებულებისთვის მამა გაბრიელმა ლოცვები, ეკლესიური კალენდრები და ტანისამოსი, ხოლო მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის ტკბილეული და საჭირო ნივთები მიიტანა.

დაწესებულების დირექტორის განცხადებით, საპატრიარქოს წარმომადგენლები დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი და დღესასწაულების გარდა, მამაოებთან შეხვედრის საშუალება თითქმის ყოველდღიურად აქვთ.

„პატრიარქის და საპატრიარქოს როლი მჯსავრდებულების ცხოვრებაში ძალიან დიდი და მნიშნველოვანია. თითოეულ მსჯავრდებულს მოძღვარი ჰყავს, ეს მათ ცხოვრებაში ძალიან დადებით როლს თამაშობს.“ - განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე