აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 22:53 | 16.03.2020
ნანახია: 694

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო. ექსპერიმენტული ვაქცინა პირველ მოხალისეს უკვე გაუკეთდა.

ვაქცინას 45 წლის ჯანმრთელ მოხალისეზე გამოცდიან, რომლის თავდაპირველი მიზანი ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესწავლაა.

გვერდითი მოვლენების შესწავლის შემდეგ, ვაქცინის შემუშავება ახალი ეტაპზე გადავა.

სპეციალისტების განცხადებით, არ არსებობს რაიმე შესაძლებლობა იმის, რომ მოხალისეები ვაქცინით დაინფიცირდნენ, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ვაქცინის სრულად ტესტირებას 12-18 თვე დასჭირდება.

კვლევას, რომელიც სიეტლში, ვაშინგტონის ჯანმრთელობის კვლევით ინსტიტუტში ატარებენ, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებს.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდის ფონზე, მსოფლიოს ათეულობით კვლევითი ორგანიზაცია მუშაობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე