გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსმა კიდევ 350 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 21:37 | 16.03.2020
ნანახია: 624

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 350-ით გაიზარდა და 2 158-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა  25 ათასს აღწევს.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

3 აპრილამდე ქვეყანაში დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები, აკრძალულია საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე