კორონავირუსის გავრცელების გამო, უკრაინაში მეტროს მუშაობა, ავია და სარგინიგზო მიმოსვლა შეწყდება

საქართველო, თბილისი - 21:05 | 16.03.2020
ნანახია: 642

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. დაიხურება მეტრო.

შეზღუდვები ძალაში 18 მარტს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შევა.

 „ინფრასტრუქტურის სამინისტრო 18 მარტს, 12:00 საათიდან კრძალავს სარკინიგზო და ავია მიმოსვლას, ასევე საქალაქთაშორისო და ოლქებს შორის სამგზავრო ავტობუსების მოძრაობას. აიკრძალება მეტროპოლიტენების მუშაობა. ქალაქებში იმოძრავებენ 10-ადგილიანი სამარშრუტო ტაქსები და ტაქსები, ასევე ტროლეიბუსები,  ავტობუსები და ტრამვაი 20-მდე მგზავრით“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში დადასტურებულია კორონავირუსის 5 შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე