ესპანეთში, კორონავირუსით ფეხბურთის 22 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 19:21 | 16.03.2020
ნანახია: 993

ესპანეთში, სამოყვარულო ფეხბურთის კლუბის „ატლეტიკო პორტადა ალტას“ მწვრთნელი ფრანცისკო გარსია ლორონავირუსით 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუწყება გამოცემა Marca.

გარსია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი იყო. ის რისკის ჯგფში შედიოდა, რადგან ონკოლოგიური დაავადება აწუხებდა.

ამ მომენტისთვის ესპანეთი ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის შემდეგ  მეორე ადგილზეა. COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 9 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 309 ადამიანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე