კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ესპანეთში 9 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 16.03.2020
ნანახია: 722

COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ ესპანეთში 9 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 309 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველაზე მეტი ინფიცირებული მადრიდშია, აქ კორონავირუსის 4 165 შემთხვევაა დადასტურებული.

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობას სახლიდან გასვლა  მხოლოდ პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად შეუძლიათ, ასევე სამსახურში წასასვლელად. უმეტესი კომპანიების თნამშრომლები სახლიდან მუშაობენ. ქვეყანაში დაკეტილია ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები, სპორტისა და კულტურის ცენტრები, სკოლები, უნივერსიტეტები, კომერციული დაწესებულებები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე