კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანში 15 ათასს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 16:01 | 16.03.2020
ნანახია: 608

კორონავირუსით ინფიცირებული 129 ადამიანი გარდაიცვალა ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამგავრად,  გარდაცვლილთა რაოდენობამ 853-ს მიაღწია. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 15 991 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის ალი რეზა ვაჰაბზადეს განცხადებით, გამოჯანმრთელდა 4 996 ადამიანი.

ირანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე