ესპანეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდეს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 15.03.2020
ნანახია: 654

ესპანეთის მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შესახებ, აუცილებლობის გარდა მოსახლეობას სახლიდან გასვლას უკრძალავს. იუწყება გაზეთი El Pais-ი.

შეზღუდვები ძალაში 16 მარტს ადგილობრივი დროით 8:00 საათიდან შევა. დეკრეტის თანახმდ, ქუჩაში გასვლა ნებადართულია სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში მისასვლელად, ასევე პირველადი მომხმარების ნივთების შესაძენად, მოსახლეობას ასევე შეუძლიათ მიმართონ სილამაზის სალონებსაც.

მცხოვრებლებს ქუჩებში გამოსვლა შეეძელბათ სამსახურებში მისასვლლად და უკან დასაბრუნებლად. ასევე ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებში და ნათესავებთან, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ. სახლის დატოვება ნებადართულია ასევე ბანკებში მისასვლელად.

შეზღუდვების დაცვა უზურუნველყოფილი იქნება პოლიციის მიერ.

გასელ კვირას ესპანეთში COVID-19-ის შემთხვევები 1500-ით გაიზარდა და 5 700-ს მიაღწია. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 180-ს გადააჭარბა. ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე