კორონავირუსით დაავადდა ესპანეთის პრემიერის მეუღლე

საქართველო, თბილისი - 10:49 | 15.03.2020
ნანახია: 764

ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესის მეუღლეს ბეგონია გომესს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ესპანეთის მთავრობის პრეს-სამსახური.

პრემიერისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე პრემიერის რეზიდენციაში იმყოფება.

მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდა ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის ორიწევრს  - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხების მინისტრს კაროლინა დარიასსა  და თანასწორობის საქმეთა მინისტრს ირენე მონტეროს, ასევე ვიცე-პრემიერის პაბლო იგლესიასის ცოლს.

კარანტინში იმყოფება დედოფალი ლეტისია, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას მონტეროს მონაწილეობით.

ესპანეთში კორონავირუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 700-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ათასამდე დაავადებული მადრიდშია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 180-ს გადაჭაარბა. ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე