იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 09:56 | 15.03.2020
ნანახია: 1647

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი ავრცელებს.

 „დღეს ჩვენ 527 გამოჯანმრთელებული გვყავს, მათი რაოდენობა სულ 1966-ს შეადგენს“, - განაცხადა ბორელიმ.

ბორელის ინფორმაციით, ერთ დღე-ღამაში გარდაიცვალა 175 ადამიანი. ამგვარად, სიკვდილიანობის მაჩვენებლი 30 პროცენტით შემცირდა წინა დღესთან შედარებით.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმით 3 500-ით გაიზარდა და 21 ათასს გადააჭარბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე