ბოლო 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, 1430 გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 14.03.2020
ნანახია: 716

გასულ 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა -11, კლინიკებიდან კი 1430 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში, ქალაქ უხანში, 13 მარტს დაფიქსირებულია დაავადების ოთხი ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 ადამიანი (10 მათგანი უხანში), პროვინციაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 943-მდე გაიზარდა.

ჩინეთში ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსით 80 815 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 3177 დაავადებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე