ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს გაივლიან

საქართველო, თბილისი - 09:40 | 14.03.2020
ნანახია: 930

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს გაივლიან.

„ხვალ ჩვენ გავივლით ტესტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს“, - განაცხადა ფაშინიანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ეს გამოწვეულია ინფორმაციის გავრცელებით ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ტესტირებისა და მისი ერთ-ერთი თანაშემწის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ.

 „შვიდ მარტს ანა (ფაშინიანის ცოლი) შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის მეუღლეს. იმის მიუხედავად, რომ თავად პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას ინფიცირების შესახებ, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაციაში გადავსულიყავით სევანზე სამთავრობო აგარაკში. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჩვენი დაინფიცირების ალბათობა მცირეა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ფაშინიანის თქმით, არც მას და არც ანას ტემპერატურის მომატება არ აღენიშნებათ.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაავადების 13 შემხევევაა დადასტურებული.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ერთ-ერთი თანაშემწის დაინფიცირების შესახებ. მოგგვიანებით ბოლსონარუმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტი თვითონაც გაიარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე