ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა მაიამის მერი

საქართველო, თბილისი - 20:55 | 13.03.2020
ნანახია: 742

აშშ-ის ქალაქ მაიამის მერი ფრენსის სუარესი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან შეხვედრის შემდეგ კონორავირუსით დაინფიცირდა. იუწყება გამოცემა Miami Herald-ი.

ბოლსონარუს ასევე შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

 „მაიამის მერის ფრენსის სუარესის ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა“, - იუწყება გამოცემა მერზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სუარესი ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი თავდაპირველად სწორედ ამ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აღმოაჩნდა.

როგორც ცნობილია, ბრაზილის პრეზიდენტისთვის ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. პრეზიდენტის ვაჟი, ედუარდო ბოლსონარუ აცხადებს, რომ სრული სურათისთვის ჩატარებულია მეორე ტესტი, რომელის პასუხიც დღეს, მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ბრაზილიის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის დირექტორს, რომელიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჟაირ ბოლსონარუ და კომუნიკაციების ოფისის დირექტორი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე