კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში

საქართველო, თბილისი - 19:34 | 13.03.2020
ნანახია: 681

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში. იუწყება ადგილობრივი მედია.

მედიის ცნობით, გარდაცვლილია ჟიტომირის რეგიონის მკვიდრი, 71 წლის ქალი.

გარდაცვლილი ქალი საავადმყოფოში 12 მარტიდან იმყოფებოდა.

ინფორმაცია პაციენტის გარდაცვლების შესახებ დაადასტურა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ.

სამედიცინო მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მასთან კონტაქტში მყოფი პირები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე