ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 19:21 | 13.03.2020
ნანახია: 716

ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება The Guardian-ი.

გამოცემის ცნობით, ბრაზილის პრეზიდენტისთვის ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. პრეზიდენტის ვაჟი, ედუარდო ბოლსონარუ აცხადებს, რომ სრული სურათისთვის ჩატარებულია მეორე ტესტი, რომელის პასუხიც დღეს, მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ბრაზილიის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის დირექტორს, რომელიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჟაირ ბოლსონარუ და კომუნიკაციების ოფისის დირექტორი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე