საბერძნეთს, პირველად, ქალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 13.03.2020
ნანახია: 692

საბერძნეთის ახალმა პრეზიდენტმა ეკატერინა საკელაროპულუმ ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ცერემონია პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა.

საკელაროპულუ პირველი ქალია, რომელმაც საბერძნეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

საბერძნეთში პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია. პრეზიდენტს აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია. ქვეყანაში ხელისუფლებას პერმიერი წარმოადგენს.

პრეზიდენტი ქვეყანას წარადგენს საერთაშორისო არენაზე, ხელს აწერს შელშეკრულებებს, ნიშავს პრემიერ-მინისტრს და იღებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელბს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე