მალდივებზე იხსნება სასტუმრო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ტურისტები მოთავსდებიან

საქართველო, თბილისი - 14:39 | 13.03.2020
ნანახია: 599

მალდივებზე გაიხსნა მსოფლიოში პირველი კურორტი იმ ტურისტების იზოლაციისთვის, რომლებიც კორონავირუსის ინფექციის მატარებლები იქნებიან. ინფორმაციას ჩინური მედია მალდივების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასტუმრო კუნძულ ვილივარუზე 10 დღეში ააშენეს.

გავრცელებული ცნობით, მედპერსონალს მთავრობა დააფინანსებს, იზოლირებულებს კი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ამასთან, ჩინური მედიის ცნობით, მომსახურება luxury-ის სტილში იქნება ორგანიზებული.

სასტუმროში 30 ნომერია, ჩაკეტილი სისტემით, სადაც ხდება ვენტილაცია და ჰაერის გაწმენდა, კორონავირუსით ინფიცირებულ სტუმრებს ელოდებათ სამჯერადი კვება, რომელსაც მათ ნომრებში მიაწვდიან. ნომერში ასევე იქნება ტელევიზორი და მინი-ბარი.

სტუმრების ერთმანეთთან მიმოსვლა აკრძალული იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე