ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 13.03.2020
ნანახია: 773

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კონტინენტურ ჩინეთში 80 813-ს მიაღწია, მათგან გარდაივალა 3 176 პაციენტი, 64 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.

კომიტეტის ცნობით, ქვეყანაში დაავადების სამი შემოტანილი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი - შანხაიში და ერთი პეკინში. სულ უცხოეთიდან შეტანილი ვირუსის შემთხვევები 88-მდე გაიზარდა.

ხუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხუთივე ქალაქ უხანში დაფიქსირდა. კლინიკებიდან გაეწერა 1 255 ადამიანი.

ხუბეის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის კერაა, გამოვლენილია უკვე ინფიცირების 67 786 შემთხვევა (49 991 უხანში), ამასთან, გამოჯანმრთელდა 51 553 პაციენტი, 3 062 ადამიანი კი გარდაიცვალა (2 436 უხანში). ამ დროისათვის პროვინციაში დაავადებას 13 171 ადამიანი ებრძვის, მათგან 3 948 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე