დონალდ ტრამპი ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადების ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 10:47 | 13.03.2020
ნანახია: 874

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების გამართვას განვითარების უამრავი ვარიანტი აქვს, -  წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკორბლოგ Twitter-ზე.

მისი თქმით, ტელფონით ესაუბრა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს.

 „მე მას ვუთხარი, რომ აშენებული ოლიმპიური სტადიონი შესანიშნავია. მან წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა, რითიც უნდა იამაყოს“, - აღიშნა ტრამპმა აბესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ტრამპის თქმით, ოლიმპიადის გამართვის უამრავი შესაძლო ვარიანტი არსებობს.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების გამო ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთი წლთ უნდა გადაიდოს.

 „შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი იდეაა, შესაძლოა, მათ გააკეთონ ეს კიდეც, თუ კი ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ეს ვარიანტი უკეთესია, ვიდრე მაყურებლების გარეშე ასპარეზობების გამართვა.

დონალდ ტრამპის სიტყვებმა შეშფოთება გამოიწვია ტოკიოში. სინძო აბემ ამერიკის ლიდერთან საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა და კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე