2016 წლის აჭარის რეპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცებულია

საქართველო, თბილისი - 15:56 | 30.12.2015
ნანახია: 1681

აჭარის საკანონმდებლო ორგანომ, 13 ხმით აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა. როგორც დავით ბალაძემ განმარტა, 2015 წელთან შედარებით 2016 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტი 48 245,2 ათასი ლარით გაიზარდა.
2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 4 957,0 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია - 3 799,1 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები ჯამში 55 286,6 ათასი ლარი, მათ შორის:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 3 545,0 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4 947,7 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 5 823,3 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო - 2 030,8 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - 38 667,0 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა - 272,9 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 18 790,2 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 41 869,8 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 14 057,9 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 7 500,0 ათასი ლარი;
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები- 85 623,4 ათასი ლარი;
მათ შორის:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 1 241,3 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 10 795,4 ათასი ლარი;
ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობა 5 223,9 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 4 374,1 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 5 191,1 ათასი ლარი;
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოიყო 3 მილიონი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 688,4 ათასი ლარი;
ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება 46 325,8 ათასი ლარს შეადგენს, ეს მონაცემები 2015 წელთან შეადრებით 15 050,8 ათასი ლარით არის გაზრდილი; 2015 წლიდან მუნიციპალიტეტბისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე