თურქეთში კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 13.03.2020
ნანახია: 1099

თურქეთში კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა მიკორბლოგ Twitter-ზე წერს.

პირველი დაინფიცირებული მამაკაცია, რომელიც თურქეთში ევროპიდან დაბრუნდა. მისი ოჯახის წევრები კარანტინში არან მოთავსებულნი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მეორე დაინფიცირებული, პირველი დაავადებულის გარემოცვას ეკუთვნის.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსით 125 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 625, 68 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე