კორონავირუსის საფრთხის გამო, ქუვეითში ფულის ბანკნოტებს კარანტინში მოათავსებენ

საქართველო, თბილისი - 10:12 | 13.03.2020
ნანახია: 630

ქუვეითის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა რომ ფულის კუპიურებს ოთხი კვირის განმავლობაში კარანტინში მოათავსებენ, რათა კორონავირუსის გადადების შესაძლებლობა თავიდან აიცილონ.

 „ქუვეითის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ბანკნოტებს ბრუნვაში ოთხი კვირის განმავლობაში არ გაუშვებს და მოათავსებს იზოლირებულ, მჭიდროდ დახურულ ყუთებში, რათა ბრუნვაში განმეორებით გაშვების დროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან იყოს აცილებული“, -ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, რეგულარულად ხდება საცავების, დამთვლელი დანადგარების დეზინფექცია, რათა გარანტირებული იყოს ბანკის თანამშრომლებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი  წყევტს კომერციული სამგზავრო რეისების მიღებას და გაგზავნას. მანამდე, ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გამართვა, შეზღუდა რესტორნების, კაფეებისა და მაღაზიების მუშაობა. ქუვეითში ამ დროისათვის კორონავირუსის 70-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე