კორონავირუსი ყველგან ძალას იკრებს და ინტენსიური ხდება - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 09:45 | 13.03.2020
ნანახია: 769

კორონავირუსის ეპიდემია მხოლოდ ახლა იწყება, მოსახლეობის ჯანმრთელობა აბსოლუტური პრიორიტეტია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში.

 „ჩვენ ჯერ კიდევ ამ ეპიდემიის საწყის ეტაპზე ვართ, ყველგან, ევროპაში ის ძალას იკრებს და უფრო ინტენსიური ხდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა მოსახლეობას მოუწოდა გაუფრთხილდნენ იმ თანამოქალაქეებს, რომლებსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვთ - ხანდაზმულებს, შეზღუდეული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

 

„ვთხოვ ყევლას - ხანდაზმულებს, 70 წელს გადაცილებულებს, მათ, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები ან სასუნთქი გზების დაავადებები, შეზღუდლი შეასაძლებლობების მქონე პირებს - დარჩნენ სახლში. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გარეთ გასვლა, პროდუქტების შეძენა... მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ თავიანთი კონტაქტები“, - აღნიშნა მაკრონმა.

მან ასევე მოუწოდა საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, შეზღუდონ გადაადგილება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საფრანგეთში 2 876-ს შეადგენს, დაავადებას 61 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსით 125 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 625, 68 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე