კანადის პრემიერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 09:23 | 13.03.2020
ნანახია: 636

კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია კანადის მთავრობის მეთაურის ოფიციალურმა წარმომაგენელმა კამერონ აჰმადმა გაავრცელა.

თავად ჯასტინ ტრიუდო თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ რაც, ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა მისმა ცოლმა, სოფიმ, თავი შეუძლოდ იგრძნო.

კანადის პრემიერს სიმპტომები არ აქვს. სოფის კი ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსით 125 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 625, 68 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე