საბერძნეთში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 12.03.2020
ნანახია: 973

საბერძნეთში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იუწყება სააგენტო როიტერი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია, რომელიც ეგვიპტესა და ისრაელში იმყოფებოდა და სამშობლოში თებერვლის ბოლოს დაბრუნდა.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 99 შემთხვევაა დადასტურებული.

11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ ტერმინს უწოდებენ ძლიერ ეპიდემიას, რომელიც ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მის მოსაზღვრე სახელმწიფოებსა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 120 ათასს აღემატება. მათი უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე