ოლიმპიური თამაშების გადადების საკითხი არ განიხილება - ტოკიოს გუბერნატორი

საქართველო, თბილისი - 10:20 | 12.03.2020
ნანახია: 584

ტოკიოს გუბერნატორმა  იურიკო კოიკემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გადადების საკითხი არ განიხილება. იუწყება იაპონური მედია.

 „ვფიქობ, რომ გავლენა იქნება, მაგრამ გადადება შეუძლებელია“, - განაცხადა კოიკემ.

მან აღნიშნა, რომ ტოკიო გააძლიერებს თანამშრომლობას ორგანიზაციის ეროვნულ კომიტეტთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან.

 „რაც შეეხება ტოკიოს, ჩვენ ჩავატარეთ უდიდესი მოსამზადებელი სამუშაო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს სიტუაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იურიკო კოიკემ.

 „იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა სუგა იოსიჰიდემ ოთხაშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ჩატარებისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 120 ათასს აღემატება, მათი უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 ათასზე მეტი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 620 შემთხვევა. კიდევ 696 შემთხვევა გამოუვლინდა საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის ეკიპაჟსა და მგზავრებს. სულ დაავადებულია 1330 ადამიანი, გარდაიცვალა 22. ორმოცი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა,  გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე