აშშ-ში ჩასვლა ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში დაბრუნებამდე შენგენის ზონაში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ

საქართველო, თბილისი - 09:57 | 12.03.2020
ნანახია: 657

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში ჩასვლა ეკრძალებათ იმ  მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში დაბრუნებამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტემენტში განაცხადეს.

შეზღუდვები ძალაში 13 მარტიდან შევა და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

უწყების განცხდებაში ნათქვამია, რომ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში შედის ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

ეს გადაწყვეტიება არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც აქვთ აშშ-ში მუდმივი კანონიერი ბინადრობს სტატუსი, აშშ-ის მოქალაქეების უახლოეს ნათესავებსა და ზოგიერთ პირს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე