ტომ ჰენქსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

საქართველო, თბილისი - 09:18 | 12.03.2020
ნანახია: 945

ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენქსი იუწყება, რომ ის და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით დაავადნენ.

 „გამარჯობა, მეგობრებო. რიტა და მე ამჟამად ავსტრალიაში ვიმყოფებით. ჩვენ თავი ვიგრძენით შეუძლოდ, გვქონდა დაღლილობისა და გაციების შეგრძნება და კიდევ ტკივილი სხეულში. რიტას დროდადრო ამცივნებდა. ყველაფერი რომ სწორად გაგვეკეთებინა, რაც ახლაც საჭიროა, შეგვამოწმეს კორონავირუსზე და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, - წერს ჰენქსი მიკრობლოგ Twitter-ზე.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ ტერმინს უწოდებენ ძლიერ ეპიდემიას, რომელიც ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მის მოსაზღვრე სახელმწიფოებსა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 120 ათასს აღემატება. მათი უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე