კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა შვეიცარიაში

საქართველო, თბილისი - 13:46 | 05.03.2020
ნანახია: 880

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა შვეიცარიაში, ქვეყნის დასავლეთით, ვოს კანტონში. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ვოს კანტონის კლინიკაში კორონავირუსით დაავადებული 74 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით დაავადების 37 შემთხვევაა გამოვლენილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე