კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კორონავირუსის გავრცელების გამო მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 05.03.2020
ნანახია: 936

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ცჟე ინს კორონავირუსის გავრცელების გამო მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა.

 „კიმ ჩენ ინმა განაცხადა: „მჯერა, რომ სამხრეთ კორეა დაამარცხებს ვირუსს“, - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იუნ დო ჰანმა ბრიფინგზე კიმ ჩენ ინის წერილი წაიკითხა.

მისი თქმით, კიმ ჩენ ინი ღელავს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ჯანმრთელობის გამო და სინანულს გამოთქვამს, რომ მას ვერაფრით ეხმარება. „მან ნდობა გამოუცხადა პრეზიდენტს  და განაცხადა, რომ გააგრძელებს სამხრეთ კორეის ჩუმ მხარდაჭერას, რათა ქვეყანა კორონავირუსს გაუმკლავდეს“, - განაცხადა იუნ დო ჰანმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიმ ჩენს ინს სამადლობელი წერილი გაუგზავნეს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში 5 766-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 35 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე