ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 95 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 05.03.2020
ნანახია: 938

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 95 036-ს მიაღწია. იუწყება Thairfx-ი.

ყველაზე მეტი დაავადებული - 80 409 ადამიანი, დაფიქსირებულია ჩინეთში, მის საზღვრებს მიღმა გამოვლენილია COVID-2019-ით დაავადების 14 627 შემთხვევა. ბოლო 24 საათში მათი რაოდენობა 2 300-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში დაფიქსირებულია გარდაცვალების 31 და 139 დაინფიცირების ახალი შემთხვევა.

ჩინეთის გარდა გარდაცვალების შემთხვევა 271-მდე გაიზარდა, 107 დაინფიცირებული გარდაიცვალა იტალიაში, 92 - ირანში, 35 -  სამხრეთ კორეაში, 12 იაპონიაში, 11 -აშშ-ში, ოთხი - საფრანგეთში, თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირებულია- ტაილანდში, ესპანეთში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ეკვადორში, ტაივანში, ფილიპენებსა და სან-მარინოში.

დაინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს სამხრეთ კორეა, სადაც ამ მომენტისთვის დაფიქსირებულია 5 766 დაავადებული.

იტალიაში კორონავირუსი დაუდგინდა 3089 ადამიანს, ირანში - 2922-ს, იაპონიაში - 1001-ს.

საფრანგეთში გამოვლენილია 285 შემთხვევა, გერმანიაში -240, ესპანეთში - 151, სინგაპურში - 112, დიდ ბრიტანეთში - 85, აშშ-ში - 80, ქუვეითში - 56, მალაიზიაში - 50, ბაჰრეინში - 49, ტაილანდში - 43, ტაივანში - 42, ავსტრალიაში - 41, შვეიცარიაში - 37, კანადაში - 30, ნორვეგიაში - 33, შვედეთში - 32, კანადაში - 30, ინდოეთში - 28, ავსტრიაში - 27, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 27, ერაყში - 26, ნიდერლანდებში - 24, ბელგიაში - 23, ისლანდიასა და ვიეტნამში - 16-16, ლიბანში - 13, ომანში - 12, სან-მარინოში, მაკაოსა და ისრაელში - 10-10.

10-ზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული კიდევ მსოფლიოს 47 ქვეყანაში.

შეგახსნებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე