აჭარაში საახალწლოდ სასტუმროებში ნომრების რაოდენობა შეზღუდულია

საქართველო, თბილისი - 14:46 | 30.12.2015
ნანახია: 1345

საახალწლოდ აჭარაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების რაოდენობა შეზღუდულია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით კი 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, ბრენდულ სასტუმროებში საშუალოდ ნომრების 80 პროცენტი უკვე გაყიდული ან დაჯავშნილია. განსაკუთრებით დაკავებულია სასტუმროები ლეოგრანდი და ინტურისტი, რომლებსაც ნომრების 100 % უკვე გაყიდული აქვთ. ნომრების მხრივ შეზღუდვები აქვს სასტუმრო შერატონსაც, სადაც ოთახების 90 პროცენტია დაკავებული. ქსელური სასტუმროებიდან დამსვენებლების დიდ რაოდენობას ელოდება სასტუმრო დივანიც, რომლის ნომრების 70-80 პროცენტი ახალი წლის დღეებში დაჯავშნილი და გაყიდულია. საახალწლოდ დაკავებულია სასტუმრო „ჯორჯიან პალასი“-ს ნომრების 60 პროცენტიც ქალაქ ქობულეთში. რაც შეეხება, საშუალო დონის სასტუმროებს დეპარტამენტის ინფორმაციით რამდენიმე მათგანში, საშუალოდ ნომრების 70 პროცენტი, ასევე დაჯავშნილი ან გაყიდულია. მონტე კარლო, ვერონა, აისი და ადმირალი იმ სასტუმროებს განეკუთვნება, რომლებიც საახალწლოდ სტუმრების დიდ რაოდენობას ელოდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საახალწლოდ აჭარაში ტურისტთა მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიები აწარმოა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც. აღსაღნიშნავია სარეკლამო კლიპი, რომელიც მსოფლიოში პოპულარული არხის „Discovery Channel” -ის ეთერით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაიცემა. არხს ამ ქვეყნებში საშუალოდ 1,5 მაყურებელი ჰყავს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში საახალწლოდ რეგიონში ვიზიტორების მატებას ელოდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე