გერმანიის შს მინისტრმა ანგელა მერკელს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 02.03.2020
ნანახია: 1074

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ სიჰოფერმა ანგელა მერკელს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა.

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ანგელა მერკელმა მის გვერდით მჯდომ მინისტრს ხელი გაუწოდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა კორონავირუსის გადაცემის პრევენციის მიზნით, უარი უთხრა.

პასუხად, ანგელა მერკელმა მინისტრს უთხრა, რომ "ის სწორად მოიქცა".

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ხელის ჩამორთმევაზე უარს იტყოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე