ჩილელი მწერალი ლუის სეპულვედა ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 02.03.2020
ნანახია: 1121

ცნობილი ჩილელი მწერალი ლუის სეპულვედა ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირდა, ის ქალაქ ოვიედოს კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.

იუწყებიან, რომ 70 წლის სეპულვედამ პორტუგალიაში კონგრესზე დასწრების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. კონგრესზე ესპანეთიდან ის თავის მეუღლესთან პოეტ კარმენ იანესთან ერთად ავტომობილით ჩავიდა.

მწერლის მდგომარეობა სტაბილურია. მისი მეუღლე და სხვა პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, კარანტინში არიან მოთავსებულნი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა პორტუგალიაში, ხოლო ესპანეთში დაავადებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე